LIVE

FDA ვაქცინების შერევას განიხილავს

19 ოქტ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 838
FDA ვაქცინების შერევას განიხილავს

აშშ-ის „სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია“ (FDA) მზადაა მხარი დაუჭიროს „ბუსტერ“ დოზად Covid-19-ის განსხვავებული ვაქცინის გამოყენებას. ამის შესახებ Bloomberg-ს საკუთარი წყარო უდასტურებს. 

ორი დოზის შემდეგ, ბუსტერად სხვა მწარმოებლის ვაქცინის გამოყენებას სააგენტო ამ დრომდე განიხილავს, მათ შორის მსჯელობის საგანია, რომელი ჯგუფებისთვის იქნება ის დაშვებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რეკომენდაცია ვაქცინის ყველა მწარმოებელზე გავრცელდება. 

FDA კომენტარზე უარს ამბობს და უცნობია როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სააგენტომ სხვადასხვა მწარმოებლის კორონავირუსის ვაქცინის შერევა დაუშვა.  

აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინების შერევის შედეგად გამომუშავდება იმდენივე ან იმაზე მეტ ანტისხეულები, რამდენიც ერთი და იმავე ვაქცინით აცრის შემთხვევაში. 

"თუ J&J-ით ვაქცინირებულებს "ბუსტერ" დოზად Moderna-ს ან Pfizer-ს გავუკეთებთ, მათში ანტისხეულების დონე იქნება იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათ ისევ J&J-ით ავცრით”,- თქვა აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ ABC-სთან ინტერვიუში. 

"ბუსტერ" დოზების შემთხვევაში, ვაქცინების შერევა-მისადაგება აშშ-ში ექსპერტებსა და მთავრობას შორის აქტიურად განიხილება, თუმცა ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი