LIVE

Netflix ვარაუდობს, რომ 2021 წელი მისთვის საუკეთესო იქნება

13 იან 202121:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 374
Netflix ვარაუდობს, რომ 2021 წელი მისთვის საუკეთესო იქნება
Gabby Jones/Bloomberg

მაშინ, როცა, პანდემიის გამო, მსოფლიოს კინოთეატრები გაურკვევლობაში რჩებიან, პოპულარული სტრიმინგ-სერვისი Netflix-ი 2021 წელს 70 ახალ ფილმს გამოუშვებს. ფილმები ყველა ჟანრს მოიცავს. მათ შორის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი Red Notice, რომელშიც დუეინ ჯონსონი, რაიან რეინოლდსი და გალ გადოტი მონაწილეობენ. ასევე, გაგრძელდება რომანტიკული კომედიები: The Kissing Booth და To All the Boys I’ve Loved Before. Netflix-სგან წელს 8 ანიმაციურ ფილმს უნდა ველოდოთ. 

სტრიმინგ-სერვისს ათობით დრამაც აქვს შეკვეთილი. მათ შორის ვიხილავთ ჰალი ბერის რეჟისორულ დებიუტს, ასევე, ფილმს ლეონარდო დიკაპრიოს და ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით. 

შეიძლება ითქვას, Netflix ერთ-ერთია იმ მცირე სტუდიებიდან, რომელიც მუშაობას სტაბილურად აგრძელებენ. სტუდიების უმეტესობამ წამყვან პროექტებზე მუშაობა კინოთეატრების გახსნამდე შეაჩერა.

Netflix-მა უპირატესობა ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვა, როცა სახლში დარჩენილი ხალხი სკაიპ ლის, ჯორჯ კლუნის და ჯინა პრინს-ბიტჰუდის ფილმებით გაახალისა. სტრიმინგ-სერვისმა მაყურებლებს ისეთი სხვა სტუდიების ფილმებიც შესთავაზა, რომელთა ჩვენებაც, კინოთეატრების დახურვის გამო, ვერ მოხერხდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ