LIVE

ფაუჩი: აშშ-მა ვაქცინების შერევის საკითხი უნდა განიხილოს

18 ოქტ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
ფაუჩი: აშშ-მა ვაქცინების შერევის საკითხი უნდა განიხილოს

ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ენტონი ფაუჩი ელის, რომ მარეგულირებელი ორგანოები Johnson & Johnson-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეების შემთხვევაში, "ბუსტერ" დოზად mRNA ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ.

"თუ J&J-ით ვაქცინირებულებს "ბუსტერ" დოზად Moderna-ს ან Pfizer-ს გავუკეთებთ, მათში ანტისხეულების დონე იქნება იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მათ ისევ J&J-ით ავცრით”,- თქვა ენტონი ფაუჩიმ ABC-სთან ინტერვიუში. 

მისივე თქმით, J&J პირველი დოზის შემდეგ J&J-ის მე-2, "ბუსტერ" დოზის გამოყენება ემყარება კლინიკური კვლევის მონაცემებს. ამიტომ FDA დააკვირდება ყველა მტკიცებულებას, შეადარებს და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. 

"ბუსტერ" დოზების შემთხვევაში, ვაქცინების შერევა-მისადაგება აშშ-ში ექსპერტებსა და მთავრობას შორის აქტიურად განიხილება, თუმცა ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

გასულ კვირას FDA-ს ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს Johnson & Johnson-ი მეორე დოზის გამოყენებას 18+ ასაკის ადამიანებში. მათ ასევე მხარი დაუჭირეს Moderna-ს მესამე დოზის გამოყენებას იმ პირებთან, რომლებსა Covid-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. 

ეს რეკომენდაციები ამჟამად აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) მხარდაჭერას ელის.

აშშ-ში "ბუსტერ" დოზად Pfizer-ის გამოყენებას მარეგულირებლებმა მხარი სექტემბერში დაუჭირეს. ამ დროისთვის ვაქცინის მე-3 დოზით ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი უკვე აიცრა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან ფიშერი