LIVE

ლონდონის ტაქსის კომპანია მძღოლებს თვეში 5,000 ფუნტს სთავაზობს

17 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 964
ლონდონის ტაქსის კომპანია მძღოლებს თვეში 5,000 ფუნტს სთავაზობს
Bloomberg

Addison Lee, ლონდონის უმსხვილესი ტაქსის კომპანია, მძღოლების მოსაზიდად დასაქმების მსურველებს ოთხი კვირის სამუშაოსთვის 5,000 ფუნტს($6,861) სთავაზობს.

ხელფასის გარანტია მხოლოდ პირველ თვეზე ვრცელდება და მძღოლებისგან 140 შეკვეთის შესრულებას მოითხოვს. კომპანიის დამატებითი ბონუსები ასევე მოიცავს ანაზღაურებად დასვენების დღეებს და პენსიას.

Brexit-მა ბრიტანეთში პერსონალის დეფიციტი წარმოშვა რიგ ინდუსტრიებში, მათ შორის სოფლის ​მეურნეობაში, საბანკო საქმეში, საცალო ვაჭრობაში და ტრანსპორტირებაში.

სატვირთო მანქანების მძღოლების სიმცირემ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და პორტების ბლოკირება გამოიწვია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი