LIVE

რუსეთის მტკიცებით, იაპონიის ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი გააძევა

16 ოქტ 202111:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
რუსეთის მტკიცებით, იაპონიის ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი გააძევა
Kim Jae-Hwan/AFP/Getty Images

რუსეთი ამტკიცებს, რომ იაპონიის ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი გააძევა, რომელიც მის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გემები ერთმანეთს 60 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ.

განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტმა ინციდენტის რუსული ვერსია უარყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს გემი, რომელიც მიემგზავრება USS Chafee-ს მართვადი სარაკეტო გამანადგურებლის მახლობლად და თქვა, რომ მან ხელი შეუშალა ამერიკულ გემს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლაში. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წყალქვეშა გემმა არაერთხელ გააფრთხილა ამერიკული ხომალდი კურსის შეცვლის შესახებ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Interfax თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება საზღვაო ძალების ორ გემს შორის ურთიერთქმედების შესახებ, არის ყალბი”, - ნათქვამია შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, ორ გემს შორის ურთიერთობა იყო “უსაფრთხო და პროფესიონალური”.

Interfax-ის ინფორმაციით, შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები ტარდება.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოგვიანებით გაგზავნა შეტყობინება მფრინავებსა და მეზღვაურებზე (NOTAM/NOTMAR) ამ მხარეში, NOTAM/NOTMAR არ მოქმედებდა ჩართულობის დროს. USS Chafee მოქმედებდა საერთაშორისო სამართლისა და ჩვეულების შესაბამისად. შეერთებული შტატები გააგრძელებს ფრენას, ნაოსნობას და იმუშავებს იქ, სადაც ნებადართულია საერთაშორისო სამართლით”, - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში. 

ივნისში რუსეთი ამტკიცებდა, რომ აიძულა ბრიტანული გამანადგურებელი შავ ზღვაში ყირიმის მახლობლად შეეცვალა კურსი გამაფრთხილებელი გასროლების შემდეგ. დიდმა ბრიტანეთმა უარყო მომხდარი და განაცხადა, რომ გემი საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კეიჯ რუდნიცკი და პიტერ მარტინი