AstraZeneca იტყობინება, რომ ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ განკუთვნილი მისი წამალი კვლევის ფინალურ ეტაპზე პოზიტიურ შედეგს აჩვენებს.
ბრიტანული კომპანიის განცხადებით, პრეპარატ ტრემელიმუმაბის ერთი დოზა, რომელიც იმფინზისს დაემატა, კონკურენტებთან შედარებით, მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა.
”ეს ემსახურება ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ პაციენტის იმუნური სისტემის გაძლიერებას მინიმალური გვერდითი ეფექტებით,” - თქვა კვლევის პირველადმა გამომძიებელმა, ღასან აბუ-ალფამ.
კიბოთი გარდაცვალების მიზეზებს შორის ღვიძლის კიბო მესამე ადგილზეა. ის არის მე-6 ყველაზე გავრცელებული კიბო მსოფლიოში. ამ დიაგნოზს გლობალურად ყოველწლიურად დაახლოებით 900,000 ადამიანს უსვამენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდ ჰიპველი