LIVE

საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის კერძო პლატფორმა ამოქმედდა

15 ოქტ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1854
საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის კერძო პლატფორმა ამოქმედდა

საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის კერძო პლატფორმა ამოქმედდა. ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო შპს „ელექტრას“ მიერ შემუშავებულმა ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმამ. ვებ-გერდის electra.ge-ის მეშვეობით ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში ნახონ ელექტროენერგიის შესყიდვისა და გაყიდვის ყველა წინადადება.

ამას გარდა, საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად ჩამოაყალიბონ და განათავსონ ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის განცხადებები და მარტივად, მოიძიონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის შეთავაზებები. 

კომპანიის ცნობით, პლატფორმა „ელექტრა“ იძლევა შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებმა, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამუშავებამდე, გამოიმუშაონ ელექტროენერგიის ონლაინ რეჟიმში ყიდვა-გაყიდვის უნარ-ჩვევები.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომელსაც სახელმწიფო გეგმავს, 6 თვით გადავადდა და შესაბამისად, სრულად 2022 წლის იანვარში ამოქმედდება.