LIVE

ნავთობის ფასი ბარელზე $80-ს აჭარბებს

11 ოქტ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 784
ნავთობის ფასი ბარელზე $80-ს აჭარბებს
Bloomberg

ნავთობის ფასმა ბარელზე $80-ს გადააჭარბა. ენერგიის გლობალური კრიზისი ბაზარზე რყევებს იწვევს, OPEC+ კი მხოლოდ ნელი ტემპით აღადგენს წარმოებას.

შემცირებული მარაგების ფონზე ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ფასი ევროპასა და აზიაში იზრდება, რაც ნავთობპროდუქტებზე გადასვლას იწვევს.

ენერგეტიკული კრიზისის გაძლიერების პარალელურად, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა.

Saudi Aramco-ს შეფასებით, ბუნებრივი აირის დეფიციტმა ნავთობზე მოთხოვნა დღეში დაახლოებით 500 000 ბარელით გაზარდა. მოხმარების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს Goldman Sachs. შფოთი საკითხის გარშემო ასევე გამძაფრდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნავთობის მარაგის გამოყენებას არ გეგმავს.

ფასზე ზრდისკენ მიმართულ ზეწოლას ახდენს OPEC-ის და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებაც, რომელიც ბაზარზე დღეში 400 000 ბარელის მიწოდებას გულისხმობს.

ამავდროულად, ირანი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის კონდენსატის შეთავაზებას ნებისმიერი ინვესტორისთვის გეგმავს ინვესტიციის სანაცვლოდ. განცხადება ემთხვევა ბირთვული პროგრამის საერთაშორისო შეთანხმების შესახებ შეჩერებულ დისკუსიებს, რომელიც საშუალებას მისცემს ირანს ოფიციალურად დაიწყოს ნავთობის ექსპორტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: საკეტ სანდრია