LIVE

AstraZeneca-ს პრეპარატი მსუბუქი კოვიდის წინააღმდეგ ეფექტურია - კვლევა

11 ოქტ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
AstraZeneca-ს პრეპარატი მსუბუქი კოვიდის წინააღმდეგ ეფექტურია - კვლევა
Bloomberg

AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილი მსუბუქი ან ზომიერი Covid-19 ინფექციის მქონე ადამიანებს დაავადების გართულებისგან იცავს.  

822 არაჰოსპიტალიზებული პაციენტის პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრები ამბობენ, რომ კოქტეილმა მძიმე ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკი გაანახევრა.

კვლევა გაერთიანებული სამეფოში, ბრაზილიაში, აშშ-სა და გერმანიაში ჩატარდა. 

კომპანიის განცხადებით, მან აშშ-ის მარეგულირებელს საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის უკვე მიმართა. 

ანტისხეულების კოქტეილებით მკურნალობას Covid-19–თან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებით სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში ან ვისთვისაც ვაქცინაცია დაშვებული არ არის. 

ეს პრეპარატის მორიგი წარმატებაა. მანამდე კოქტეილმა პოზიტიური შედეგები აჩვენა სიმპტომური კოვიდის წინააღმდეგ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი