ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (CEPA) საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს - “საქართველოს არჩევნებში გულგრილობამ გაიმარჯვა”.
ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის კვლევების დირექტორი ქართულ კვლევით ცენტრში Geocase-ში, ემილ ავდალიანი წერს, რომ “პერიოდული შიდა პრობლემები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში მავნე ზემოქმედებისათვის”.
ავტორის თქმით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნებამ“ ვერ მიიღო საკმარისი ხმები თბილისის მერის არჩევნების მოსაგებად. საერთო ჯამში, პარტიამ მოიპოვა ხმების 46,7%, ხოლო 30,7% სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ამის გამო, დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში მეორე ტური გაიმართება.
ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვამ და მთავრობის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ძლიერმა გამოყენებამ შეაფერხა მთელი საარჩევნო პროცესი. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, მთლიან პროცესს “თან ახლდა გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები დაშინების, მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და არათანაბარი პირობების გამო”.
იმავდროულად, ოპოზიცია საკმაოდ რადიკალურია, რაც მცირე ადგილს ტოვებს კონსტრუქციული დიალოგისთვის. ამგვარი ღრმა ანტაგონიზმი აფერხებს განმეორებადი შიდა პოლიტიკური კრიზისის გრძელვადიან გადაწყვეტას, რომელიც ქვეყანას 2020 წლიდან აწუხებს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგს ოპოზიცია ფართოდ ეწინააღმდეგებოდა.
მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ნაკლებად სავარაუდოა, რომ გააუმჯობესებს ვითარებას. სამაგიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება დააბრუნონ უკრაინაში, რომლის მოქალაქეობაც ამჟამად აქვს და სადაც 2013 წლიდან ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის საიდუმლოება და მოქმედების სიჩქარე სერიოზულ კითხვებს ბადებდა უსაფრთხოების ძალების ეფექტურობასთან დაკავშირებით და ამძაფრებდა ზეწოლას მოქმედ მთავრობაზე. მას ასევე შეუძლია ბიძგი მისცეს ოპოზიციას მეორე კენჭისყრის წინ.
სააკაშვილის საქართველოში ყოფნა აშინებს მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს, რომლებსაც ეშინიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების. მისი მმართველობის წლები, 2004 წლიდან 2012 წლამდე, მნიშვნელოვან პროგრესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მიღწევები დაჩრდილა უშიშროების ძალების მიერ ძალაუფლების თვითნებურმა ბოროტად გამოყენებამ, რამაც საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის წინააღმდეგ განაწყო.
საბოლოო ჯამში, შედეგები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაჭრის ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკას უკავშირდება. არაადეკვატური სასამართლო რეფორმები, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები და მაღალი დონის პოლიტიკური კორუფცია შეარყევს მმართველი პარტიის შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს რეპუტაცია მოსახლეობასა და დასავლელ პარტნიორებში.
კრიზისი შეიძლება ჰქონდეს უფრო შორს მიმავალი განვითარება. პოლიტიკური პარტიების გამრავლება, ისევე როგორც თაობების მუდმივი ცვლილება შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, არღვევს სტატუს-ქვოს. ძველი პარტიები თანდათან კარგავენ პოპულარობას, ხოლო ახალი ჯგუფები იძენენ მხარდაჭერას 5%-10%-იან დიაპაზონში. რამოდენიმე პარტიას შორის პოლიტიკური ძალაუფლების გავრცელება არის რადიკალური დაშორება ტრადიციული ქართული პოლიტიკიდან, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს.
შემდგომმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შეიძლება ქვეყანა ჩააგდოს კიდევ ერთ შიდა რევოლუციაში, როდესაც პოლიტიკური ელიტა უნდა შეეგუოს სამხრეთ კავკასიაში არსებულ კრიტიკულ ცვლილებებს და, უპირველეს ყოვლისა, ეგზისტენციალურ საგარეო საფრთხეს, რასაც წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.
საქართველოსთვის საშინაო და სამეზობლო პოლიტიკა ღრმად არის გადახლართული. მუდმივი დაძაბულობა ირანსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთის ბოლოდროინდელი დაჟინება 3+3 უსაფრთხოების ინიციატივაზე (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე თურქეთი, ირანი და რუსეთი), დასავლეთის გამორიცხვა რეგიონიდან და კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადება, როგორიცაა ანაკლიის პორტი, რეგიონში არსებულ ნეგატიური ტენდენციებია.
საქართველოს შეზღუდული მიდგომა განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ამას ემატება დასავლეთის არასაკმარისი ყურადღება სამხრეთ კავკასიის მიმართ. ლიბერალური წესრიგის კრიტიკული ცვლილებით და ინდო-წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფოკუსირების ორიენტაციით, შავი ზღვის უფრო ფართო რეგიონი ვაშინგტონის პოლიტიკოსების გონებაში ნაკლებად თვალსაჩინოა.
დასავლეთის გავლენის ნაკლებობა და განმეორებადი შიდა პრობლემები ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს დიდი ევრაზიული, არალიბერალური სახელმწიფოების ბოროტი გავლენისათვის, რომელთა სამიზნე საქართველოა. შინაგანად შეძრწუნებული და გარედან იგნორირებული, ქვეყანა არის სრულყოფილი მაგალითი იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც მდებარეობს ევროპის პერიფერიაში, ლიბერალურ და ღიად არალიბერალურ სამყაროებს შორის საზღვარზე, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველია.