LIVE

Samsung-მა ღირებულების მეხუთედი დაკარგა

07 ოქტ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
Samsung-მა ღირებულების მეხუთედი დაკარგა
Bloomberg

ტექნოლოგიური აქციების გლობალურმა გაყიდვამ Samsung Electronics-ს ახალი დარტყმა მიაყენა. კომპანიის აქციების პერფორმანსი სამხრეთ კორეის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მიმდინარე წელს მკვეთრად გაუარესდა.

მიმდინარე თვის განმავლობაში 3%-ზე მეტის დაკარგვის შემდეგ, კომპანიის აქციები იანვრის პიკის შემდეგ 21%-ით შემცირდა. ამასთან, ინფლაციის გავლენის შესახებ შფოთი ემატება მობილური ტელეფონების შენელებულ გადაზიდვებთან და DRAM ჩიპების მზარდ ფასთან დაკავშირებულ ღელვას, რაც აქციების ფასზე მოქმედებს.

Samsung-ის აქციები ზედიზედ მეოთხე თვეა ზარალს განიცდის, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე გრძელი წაგების სერიაა კომპანიისთვის.

მიუხედავად ამისა, კორეის ანალიტიკოსების ტონი ოპტიმისტური რჩება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემებით, 45 ანალიტიკოსიდან 93%-ს Samsung-ისთვის პოზიტიური მოლოდინები აქვს. ანალიტიკოსები ელიან, რომ კომპანიის აქციების ფასი მომდევნო 12 თვის განმავლობაში 40%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ის კონკურენტი Apple-ის აქციები იანვრის შემდეგ 9%-ზე მეტით გაიზარდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იშიკა მოკერჯი და იუკიონგ ლი