LIVE

პანდემიის დროს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებმა მოიმატა - კვლევა

06 ოქტ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 589
პანდემიის დროს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებმა მოიმატა - კვლევა

პანდემიის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზრდილებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები გახშირდა. აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" ავადობისა და სიკვდილიანობის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმძიმის ქულები დიდად არის დაკავშირებული Covid-19-ის შემთხვევების საშუალო რაოდენობასთან.

ზრდასრულებში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების ზრდა 2020 წლის აგვისტოდან ფიქსირდება და პიკს აღწევს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის იანვრამდე პერიოდში. 

კვლევის თანახმად, მონაცემების კლების მიუხედავად, პანდემიამდე სურათთან შედარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები გაცილებით მასშტაბურია.

ზამთრის თვეების მოახლოებასთან ერთად, იზრდება უაღრესად ინფექციური დელტა ვარიანტით გამოწვეული ახალი ტალღის საფრთხე. 

მკვლევრები პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და რესურსების ხელმისაწვდომობის საჭიროებაზე მიუთითებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი