LIVE

ჯასტინ ბიბერი მარიხუანის ბაზარზე შედის

09 ოქტ 202111:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 981
ჯასტინ ბიბერი მარიხუანის ბაზარზე შედის
Getty Images

ჯასტინ ბიბერი მარიხუანის ბაზარზე შედის. პოპ არტისტის პროდუქტი წინასწარ გახვეული "ჯოინთები" იქნება, რომელსაც ის Peaches-ს დაარქმევს, ერთ-ერთი სინგლის სახელს მისი უახლესი ალბომიდან.

კანადელი მომღერალი პროდუქტებზე ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კომპანია Palms-თან ერთად მუშაობს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Palms-ი სპეციალიზირებულია წინასწარ გამზადებულ კანაფის პროდუქტებში.

27 წლის ბიბერი ღიად საუბრობს, თუ როგორ შეუწყო ხელი ბავშვობიდან პოპულარობამ და ნარკოტიკების მოხმარებამ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გასულ წელს YouTube დოკუმენტურ სერიალში ბიბერმა თქვა, რომ მარიხუანა 12-13 წლის ასაკში მოიხმარა და საბოლოოდ მასზე დამოკიდებული გახდა, თუმცა მისი თქმით, ყველას არ აქვს იგივე გამოცდილება.

ცნობილი სახეები სულ უფრო მეტად შედიან კანაფის ინდუსტრიაში. ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი Jay-Z ასევე არის Parent-ის მთავარი ხედვის ოფიცერი, რომელიც  ბრენდირებულ კანაფის პროდუქტებს ყიდის. მართა სტიუარტს აქვს CBD ჟელიბონების ხაზი. გვინეტ პელტროუ კი THC-სასმელების მწარმოებელ Cann-თან თანამშრომლობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიფანი კერი