LIVE

იმედის გამაცრუებელი - სენატორი რიში თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება

05 ოქტ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
იმედის გამაცრუებელი - სენატორი რიში თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება
Tom Williams/CQ Roll Call

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და მას “იმედის გამაცრუებელს” უწოდებს.

რიში აღნიშნავს, რომ არჩევნები იყო “დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან”. 

“შეშფოთებული ვარ დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია”,- ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, არჩევნების II ტური კი 30 ოქტომბერს შედგება. მერობისთვის ბრძოლა მეორე ტურში 20 ქალაქში გაიმართება.