LIVE

The way of wrath - როლურმა თამაშმა ინოვაციების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მიიღო

05 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025
The way of wrath - როლურმა თამაშმა ინოვაციების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მიიღო

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია სტარტაპი, რომელმაც გრანტი პირველი ქართული ფართომასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშის შექმნისა და გლობალურ ბაზარზე გატანისთვის მოიპოვა.

"ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა როგორია სტარტაპის გეგმები და რა მიმართულებით მოხდება გრანტის გამოყენება. როგორც სტარტაპის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, თამაშის დემო ვერსიის წინასწარმა გაყიდვებმა უკვე მოიტანა 47 ათასი დოლარის შემოსავალი და კომპიუტერული თამაშების გლობალურ ბაზარს პირველი ქართული როლური თამაშის სრული ვერსია 2022 წლის ზაფხულში შეემატება. 

„ეს არის კომპიუტერული თამაში, პირველი ქართული პროექტი რომელიც ქიქ სტარტერზე დაფინანსდა და 1000-ზე მეტ ადამიანს უკვე ნაყიდი აქვს. მსგავს თამაშებს წელიწადში დაახლოებით მილიონის, მილიონ-ნახევარი დოლარის შემოსავალი მოაქვთ და იმედია, არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. თავდაპირველი ინვესტიცია 250 ათასი ლარი იყო, რასაც ჩვენი პირადი დანაზოგებით მოვუყარეთ თავი. ახლა ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ფაბლიშერთან რომელიც დებს 300 ათასიან ინვესტიციას თამაშის მარკეტინგში. პროექტზე მუშაობა სამი წლის წინ დავიწყეთ",- აცხადებს დავით კიკნაველიძე. 

მისივე განცხადებით, 100 ათას ლარიან გრანტი მარკეტინგულ ხარჯებსა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

თავდაპირველად The way of wrath-ის ინგლისური და ქართული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. მოქმედება თამაშში ალტერნატიულ პრეისტორიულ ხანაში ხდება და ერთმანეთს სხვადასხვა კულტურები უპირისპირდება. თამაშში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურისა და არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტებიც.