LIVE

პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ანტისხეულების მაჩვენებლით ეჯიბრებიან

30 სექ 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ანტისხეულების მაჩვენებლით ეჯიბრებიან
Vladimir Smirnov/AFP/Getty Images

ვლადიმერ პუტინმა ორკვირიანი თვითიზოლაცია დაასრულა და პირადად შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მაგრამ თურქეთის ლიდერზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა რუსეთის პრეზიდენტის იმუნიტეტმა და მისმა წინადადებამ რევაქცინაციის შესახებ.

“ძალიან დაბალია. მაგალითად, ჩემი ანტისხეულების დონე 1000-ზე მეტია”, - უთხრა ერდოღანმა პუტინს მას შემდეგ, რაც პუტინმა საკუთარი ანტისხეულების მაჩვენებელი დაასახელა.

“სპეციალისტებმა მითხრეს, რომ მე მაღალი დონე მაქვს. მთელი დღე გავატარე ინფიცირებულ ადამიანთან და არ გავხდი ავად. ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ რევაქცინაციას, გააკეთეთ ეს Sputnik V-ით”,- შესთავაზა პუტინმა ერდოღანს, რაზეც თურქეთის ლიდერმა უპასუხა, რომ უკვე მიიღო Pfizer-ის ვაქცინა.

თურქეთმა Sputnik V-ის ვაქცინა აპრილში დაამტკიცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ირინა რეზნიკი და ფირატ კოზოკი