LIVE

რუსეთი Youtube-ს დაბლოკვით ემუქრება

29 სექ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
რუსეთი Youtube-ს დაბლოკვით ემუქრება

YouTube-ის მიერ რუსული სახელმწიფო მაუწყებლის Russia Today-ს გერმანულენოვანი არხები წაიშლის შემდეგ, რუსეთი ვიდეო პლატფორმისგან არხის აღდგენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაბლოკვით ემუქრება

YouTube-მა არხები COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო წაშალა. 

”YouTube-ს ყოველთვის მიყვება მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ წესებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ რა არის ნებადართული პლატფორმაზე”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ვიდეო პლატფორმისგან არხებმა პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიიღეს, თუმცა წესების დარღვევა განაგრძეს, რის გამოც, YouTube-მა ისინი წაშალა. 

RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტი სიმონიანი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და "გერმანიის სახელმწიფოს მიერ რუსეთის სახელმწიფოს მიმართ გამოცხადებული რეალური მედია ომი" უწოდა. მან ასევე მოუწოდა რუსეთს საპასუხოდ აკრძალოს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლები, როგორიცაა ARD და ZDF.

პანდემიის დროს, RT-მ, რომლის დევიზია "იყავი კრიტიკული", ეჭვი შეიტანა გერმანიაში მეორე ტალღის არსებობაში და გაავრცელა ინფორმაცია ნორვეგიაში ხალხის "ვაქცინებით დახოცვის" შესახებ.