LIVE

ტიკარაძე: ვაქცინის გაფუჭების რისკი სრულად მოხსნილია

24 სექ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
ტიკარაძე: ვაქცინის გაფუჭების რისკი სრულად მოხსნილია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200 ათას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს.

მისივე თქმით, ამ ვაქცინების გამოყენების რეალური შესაძლებლობა არსებობს და ვაქცინების გაფუჭების რისკი მოხსნილია.

"არცერთი ვაქცინა გაფუჭებული არ არის. ვაქცინების გარკვეულ ოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა. მათი ათვისების გარანტია რეალურად გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს რომ "ფაიზერის" ვაქცინებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდა ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6-დან 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ეს რისკი [ვაქცინის გაფუჭება] არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით უკვე სრულად მოხსნილია",- აცხადებს ტიკარაძე.

24 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%. სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. 23 სექტემბერს 12 778 კი ადამიანი აიცრა. მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა.