LIVE

რა თანხა შედის ბიუჯეტში გადასახადებიდან?

23 სექ 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 682
რა თანხა შედის ბიუჯეტში გადასახადებიდან?

საქართველოს ბიუჯეტს გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით გაეზარდა. ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში საერთო ჯამში გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდში სულ 7.1 მილიარდი ლარის მობილიზება მოხერხდა.

2021 წლის 8 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1 მილიარდით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების გადასახადებით, ასევე აქციზით მიღებული შემოსავლები. კერძოდ, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში ამ გზით 4.9 მილიარდის, ხოლო გასულ წელს 3.9 მილიარდის მობილიზება მოხერხდა.

9.5%-ით 2.1 მილიარდიდან 2.3 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლებიც.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში პერსონალური საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი მაჩვენებელი არაპროპორციულად მაღალი ტვირთია დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის.