LIVE

ლიეტუვა მომხმარებლებს ჩინურ მობილურებზე უარის თქმას ურჩევს

22 სექ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 768
ლიეტუვა მომხმარებლებს ჩინურ მობილურებზე უარის თქმას ურჩევს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მომხმარებლებს ურჩევს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების ყიდვას და რეკომენდაციას იძლევა, გადაყარონ ის, რაც ახლა აქვთ. მთავრობის ანგარიშის თანახმად, მოწყობილობებს ცენზურის შესაძლებლობები აქვთ ჩაშენებული.

"ჩინეთის სმარტფონების გიგანტის, Xiaomi Corp-ის მიერ ევროპაში გაყიდულ ტელეფონებს აქვთ უნარი, აღმოაჩინონ ცენზურისთვის საინტერესო ცნებები, როგორიცაა “თავისუფალი ტიბეტი”, “გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას”, ან “გაუმარჯოს დემოკრატიულ მოძრაობას”,- განაცხადა ლიეტუვის სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების ორგანომ.

Xiaomi Mi 10T 5G-ის ტელეფონის პროგრამული შესაძლებლობები გამორთულია ევროკავშირის რეგიონისთვის, მაგრამ მისი ჩართვა შესაძლებელია დისტანციურად ნებისმიერ დროს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

“გირჩევთ, არ შეიძინოთ ახალი ჩინური ტელეფონები და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ უკვე შეძენილისგან”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარგირის აბუკევიჩიუსმა ანგარიშის წარდგენისას.

ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ Xiaomi-ის ტელეფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნის დაშიფრულ მონაცემებს. ჩინურმა Huawei-მ P40 5G ტელეფონში უსაფრთხოების ხარვეზი აღმოაჩინა, მაგრამ სხვა ჩინელი მწარმოებლის, OnePlus-ის ტელეფონში მსგავსი მოწყობილობა არ იქნა ნაპოვნი.