LIVE

ტრამპი ძმისშვილსა და New York Times-ს უჩივის

22 სექ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
ტრამპი ძმისშვილსა და New York Times-ს უჩივის
GETTY IMAGES

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დისშვილსა და New York Times-ს 2018 წელს მისი "საეჭვო გადასახადების" შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის

სარჩელის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მერი ტრამპს და გაზეთის რეპორტიორებს "კონფიდენციალური დოკუმენტების მოსაპოვებლად მზაკვრულ შეთქმულებაში" ადანაშაულებს.  

ტრამპის თქმით, მისმა ძმისშვილმა ოჯახური შეთანხმება დაარღვია, როცა  ტრამპის მამის მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამოცემამ ძმისშვილისგან მიღებული ინფორმაცია საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენეს, მაშინ, როცა ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. 

"New York Times-ის ჟურნალისტთა ჯგუფმა დონალდ ტრამპის კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების მოსაპოვებლად ფართო ჯვაროსნული ლაშქრობის აწარმოვა და დაუღალავად ეძია მისი ძმისშვილი მერი... და დაარწმუნა ჩანაწერები ადვოკატის ოფისის გარეთ გაეტანა",- ნათქვამია სარჩელში.

სარჩელი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და კომპენსაციის სახით, $100 მილიონს ითხოვს.

სარჩელში დასახელებული ერთ-ერთი ჟურნალისტი სიუზენ კრეიგი ტრამპის ბრალდებას Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა. 

"მე დავაკაკუნე მერი ტრამპის კარზე. მან გააღო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჟურნალისტიკა",- წერს ჟურნალისტი. 

1981 წელს 42 წლის ასაკში გარდაცვლილი ფრედ ტრამპის უმცროს ქალიშვილს სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპისა და მისი ძმისშვილის დავა რამდენიმე წელია გრძელდებაის ირწმუნება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახური ბიზნესიდან, წლების განმავლობაში, ათობით მილიონი დოლარის მიღება ეკუთვნოდა. 

მერი ტრამპი, ფსიქოლოგი და დონალდ ტრამპის შესახებ გახმაურებული წიგნის ავტორი, აცხადებს, რომ თაღლითობის სქემა 2018 წლის ოქტომბერში აღმოაჩინა, როდესაც New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში დონალდ ტრამპის ფინანსების შესახებ, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს.