LIVE

ერდოღანმა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე უარი თქვა

22 სექ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2552
ერდოღანმა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე უარი თქვა
Eduardo Munoz, POOL/AFP

“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას, მათ შორის ყირიმის ტერიტორიას, რომლის ანექსიას არ ვაღიარებთ”,- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალურ პოლიტიკურ დებატზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ყირიმელი თათრების უფლებების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.

20 სექტემბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს, რომელიც 2021 წლის 17-19 სექტემბერს ჩატარდა, არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა ანკარასთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა ანკარის განცხადებაზე და შესაბამისი დასკვნები გამოიტანა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა და რუსეთთან გაერთიანებისთვის რეფერენდუმი ჩაატარა, რომელსაც მსოფლიო არ ცნობს.