LIVE

თალიბანმა გაეროში ელჩი წარადგინა და ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა

22 სექ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
თალიბანმა გაეროში ელჩი წარადგინა და ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა
Jeenah Moon/Bloomberg Politics

თალიბანმა მუჰამედ სუჰაილ შაჰინი გაეროში ავღანეთის ელჩად წარადგინა და ნიუ-იორკში მიმდინარე გენერალურ ასამბლეაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვა. 

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესისადმი გაგზავნილ წერილში თალიბებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ აშრაფ ღანი 15 აგვისტოს გადააყენეს და როგორც ბრძოლაში წაგებულ ლიდერს, მას მსოფლიოს ქვეყნების აღარ აღიარებენ. საერთაშორისო ორგანიზაციაში ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის ელჩი, ღულამ ისაკაისი რჩება. თალიბებმა განაცხადეს, რომ ის ავღანეთს აღარ წარმოადგენს და მათი სურვილია, სიტყვით გამოსვლის უფლებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისარგებლოს. 

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაეროს უფლებამოსილების კომიტეტი იმდენად სწრაფად შეიკრიბოს, რომ თალიბების მოთხოვნის განხილვა და მათი წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა მოესწროს. 

თალიბანის მმართველობა რამდენი ქვეყანამ აღიარა. აშშ აცხადებს, რომ ის ავღანეთიდან ათეულობის მოქალაქის ევაკუაციის მიზნით, თალიბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აშშ მათ აღიარებას ჯერ არ აპირებს, რისი მიზეზიც დიდწილად არის ქალების უფლებების დარღვევა და კავშირები ტერორისტულ დაჯგუფებებთან. 

გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები გუშინ დაიწყო. ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ვაინერი