LIVE

იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს

11 იან 202111:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 586
იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს
Noriko Hayashi

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინა. ვირუსის ახალი ვარიაცია ბრაზილიიდან ჩასულ 4 მგზავრს დაუდგინეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალ ვარიანტი გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის შტამების მსგავსია. ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ ჯერჯერობით მისი გენეტიკური შემადგენლობით შემოიფარგლება და ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად ინფექციურია ის ან რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

ცალკე განცხადებაში, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ოთხ მგზავრს, რომლებიც იაპონიის ჰანედას აეროპორტში ბრაზილიიდან 2 იანვარს ჩავიდნენ, ვირუსის ახალი შტამი მოგვიანებით დაუდგინდათ. 40 წლის მამაკაცი, რომელიც ჩამოსვლისას ასიმპტომური იყო, რესპირატორული სისტემის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გაზეთი Yomiuri Shimbun იტყობინება, იაპონიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობა ახალი შტამის შესახებ. ინსტიტუტი იკვლევს, იწვევს თუ არა ახალი ვარიანტი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შოკო ოდა