ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1163 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1099 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.64 თეთრი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6570 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.41 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.