LIVE

AstraZeneca ირლანდიაში ახალ ქარხანას ააშენებს

21 სექ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
AstraZeneca ირლანდიაში ახალ ქარხანას ააშენებს

AstraZeneca ირლანდიაში ახალი ქარხნის აშენებას აპირებს. ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია დუბლინში წამლის ინგრედიენტების საწარმოს გახსნაში $360 მილიონის ინვესტიციას ჩადებს. 

კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარხნის დამატება იქნება გლობალური მიწოდების გარანტი და დააკმაყოფილებს ახალი მედიკამენტების საჭიროებას.

ობიექტი განთავსდება დუბლინის “პარკ კოლეჯის” კამპუსში და მეცნიერებათა სექტორში შექმნის 100 დამატებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს. კომპანიის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ადგილობრივი ეკონომიკისთვის.

გარიგება "გააუმჯობესებს ქვეყნის მეცნიერების სექტორს და საშუალებას მისცემს შექმნას მაღალი ღირებულების მქონე მედიკამენტები",- აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიოტმა.

ამ სიახლეს წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადება, რომლის მიხედვითაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში “ბუსტერ” დოზად Pfizer-ისა Moderna-ს ვაქცინები აირჩია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდ ჰიპველი