იტალიაში კანაფის მოხმარების ლიბერალიზაციის მომხრეებმა რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. ეს მომავალი წლის დასაწყისში საკითხზე ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარების საფუძველს ქმნის.
რეფერენდუმის წინადადება მიზნად ისახავს პირადი მოხმარებისთვის კანაფის ლეგალიზებას და სანქციების შემსუბუქებას კანაფთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებზე. უნდა გუქმდეს თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკების მცირე რაოდენობით გაყიდვისთვის.
პეტიციის ორგანიზატორებმა შვიდ დღეში 500,000 ხელმოწერა შეაგროვეს.