LIVE

CDC-ის კვლევა: ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის Moderna-ს ვაქცინა საუკეთესოა

18 სექ 202114:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
CDC-ის კვლევა: ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის Moderna-ს ვაქცინა საუკეთესოა
ASSOCIATED PRESS

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, Moderna-ს ვაქცინა ყველაზე ეფექტურია Covid-19-ით ჰოსპიტალიზაციისგან დასაცავად.

მარტიდან აგვისტომდე აშშ-ის 21 სამედიცინო დაწესებულებაში 3600-ზე მეტი მოზარდის კვლევამ აჩვენა, რომ Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა ჰოსპიტალიზების წინააღმდეგ 93% იყო, ხოლო Pfizer/BioNTech ვაქცინის - 88%.

Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნად შემცირდა 120 დღის შემდეგ, თუმცა ის მაინც უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას მძიმე დაავადებებისგან - ნათქვამია CDC-ის ანგარიშში. 

კვლევის თანახმად, Moderna-ს ვაქცინა აწარმოებს ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს ვაქცინაციის შემდეგ, ვიდრე Pfizer-BioNTech ვაქცინა.

CDC-მ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომელიც აჩვენებს ვაქცინის ეფექტურობას კონკრეტულ ჯგუფებში, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის პროფესიონალები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა მოიცავდა მონაცემებს სხვადასხვა ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა პარასკევს, გვთავაზობს ღრმა ანალიზს, თუ რამდენად იცავს Moderna, Pfizer-BioNTech და Johnson & Johnson ვაქცინები მძიმე ავადმყოფობისა და Covid-19 ჰოსპიტალიზაციისგან.

CDC-ის უახლესი კვლევა ვარაუდობს, რომ Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის ორმაგი დოზის ვაქცინები უკეთესად იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, ვიდრე Johnson & Johnson-ის ერთჯერადი დოზის ვაქცინა. ამასთან, J&J-ის ვაქცინა Covid-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკს 71%-ით ამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობა იცვლება, CDC-ის კვლევამ აჩვენა, რომ FDA-ს მიერ დამტკიცებული Covid-19-ის ვაქცინებს ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის კარგი უნარი აქვთ.