LIVE

Google-მა და Apple-მა ალექსეი ნავალნის Smart Vote აპლიკაცია წაშალეს

17 სექ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
Google-მა და Apple-მა ალექსეი ნავალნის Smart Vote აპლიკაცია წაშალეს
REUTERS/Shamil Zhumatov

რუსეთში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად Google-მა და Apple-მა მთავარი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის Smart Vote აპლიკაცია წაშალეს. ინფორმაციას დაკავებული ოპოზიციონერის თანაგუნდელები ავრცელებენ. 

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები “დაემორჩილნენ კრემლის შანტაჟს”,- წერს Telegram-ში ალექსეი ნავალნის მთავარი მოკავშირე, ლეონიდ ვოლკოვი და ამ ნაბიჯს “პოლიტიკური ცენზურის სამარცხვინო აქტს” უწოდებს.

Apple და Google ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ალექსეი ნავალნის Smart Vote აპლიკაცია მიზნად ისახავს ხალხის უკმაყოფილების კონცენტრაციას მმართველი პარტიის კანდიდატების დამარცხებაზე. 

შევიწროების ზომებმა გამოიწვია რუსეთში Google Docs-ზე წვდომის შეზღუდვაც მას შემდეგ, რაც ნავალნის მხარდამჭერებმა ის რეკომენდებული კანდიდატების სიების გასავრცელებლად გამოიყენეს. 

რუსეთის ხელისუფლებამ კომპანიები ოპოზიციური პროგრამის შეთავაზებით არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. პროგრამის წაშლის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, კანონმდებლები კი აცხადებდნენ, რომ თუკი პროგრამები არ წაიშლებოდა, კომპანიის თანამშრომლები შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ. მარეგულირებელი ორგანოები კი ახალი ჯარიმებითა და სხვა სანქციებით იმუქრებოდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი