LIVE

Facebook არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისთვის წესებს ამკაცრებს

17 სექ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 789
Facebook არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისთვის წესებს ამკაცრებს
Bloomberg

Facebook-ი წესებს ამჯერად რეალური მომხმარებლებისთვის ამკაცრებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უდიდეს სოციალურ ქსელი რეალური, მაგრამ დამაზიანებელი მომხმარებლების კოორდინირებული ჯგუფების მიმართ იმავე მეთოდებს გამოიყენებს, რასაც ყალბი ანგარიშებით კოორდინირებული თავდასხმების დროს მიმართავდა.

საუბარია მომხმარებლებზე, რომლებიც სისტემატურად არღვევენ ქსელის წესებს, აგზავნიან ცრუ საჩივრებს ამა თუ იმ გვერდის მიმართ ან სამიზნეს კოორდინირებულად უტევენ კომენტარების მეშვეობით. Facebook-ი შემთხვევის გამოძიების შემდეგ, ასეთი მომხმარებლების ანგარიშებს წაშლის. 

მიმდინარე წლის გაზაფხულსა და ზაფხულში კომპანიამ შემოიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც მის უსაფრთხოების ჯგუფს ასეთი მომხმარებლების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.

სოციალურმა ქსელმა უკვე წაშალა ინდივიდუალური მომხმარებლების ანგარიშები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას ან სხვებს ავიწროებდნენ.