Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ლამბდა და დელტა+-ის განეიტრალება შეუძლია. ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები ვაქცინირებული ადამიანების პლაზმის გამოყენებით ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად.
მეცნიერების შეფასებით, კვლევა ცხადყოფს, რომ ვაქცინა ახალი შტამების მიმართ დაცვის ხარისხს ინარჩუნებს, რაც ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს.
კვლევა კომპანიის დაფინანსებით ჩატარდა. მისი შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო პორტალ BioRxiv-ზე. მას სამეცნიერო რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.
Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოშიც. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია