LIVE

Microsoft-ი სურათების ავთენტურობის დადგენის სტარტაპში დებს ინვესტიციას

20 სექ 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
Microsoft-ი სურათების ავთენტურობის დადგენის სტარტაპში დებს ინვესტიციას
Bloomberg

Truepic-მა, რომელიც ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს თაღლითობასთან ბრძოლაში ეხმარება, $26 მილიონი შეაგროვა დაფინანსების რაუნდში, რომელსაც Microsoft-ი ხელმძღვანელობდა.

Truepic-ის დაფინანსებაში, რომელმაც 2020 წელს შემოსავლები ოთხჯერ გაზარდა, Adobe, Sony Innovation Fund და Hearst Ventures მონაწილეობდნენ. კომპანია, რომლის კლიენტებიც არიან Equifax და Ford-ი, კაპიტალს გლობალური გაფართოებისთვის გამოიყენებს საბანკო და ავტო ინდუსტრიიდან ონლაინ კომერციამდე.

Truepic-ი 2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს დახმარებას იყოს დაზღვეული, რომ ფოტო გადაღებიდან მიწოდებამდე არ იყოს მანიპულირებული. კომპანიებს Truepic-ის კამერის ინტეგრირება აპლიკაციებში შეუძლიათ, რაც მათ ეხმარება შეაგროვონ მომხმარებლებისგან დოკუმენტაცია ან სხვა ვიზუალური მტკიცებულებები სადაზღვევო მოთხოვნების ან სესხის დამტკიცებისთვის.

კომპანიამ Covid-19 პანდემიის დროს ფინტექის სწრაფი გლობალური ათვისებით ისარგებლა. მოსალოდნელია, რომ ტენდენცია ჩაკეტვებისა და სხვა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ისა და Bain-ის ბოლოდროინდელი ანგარიში აფასებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საინვესტიციო კაპიტალის უმეტესი ნაწილი ფინტექ სტარტაპებში მიდის, რომლებიც დოკუმენტებსა და აპლიკაციებს ინტერნეტით ამუშავებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი