LIVE

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოცადა

15 სექ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 803
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოცადა
Samsul Said/Bloomberg

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაცია შეესაბამება იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებასაც, სადაც ნათქვამია, რომ აღმოჩენილია ორი ჭურვი, რომელიც იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა.

ეს ნაბიჯი ნიშანია იმისა, რომ რეჟიმი ცდილობს გააძლიეროს ბირთვული დარტყმის შესაძლებლობები იაპონიისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ.

გამოცდების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩრდილოეთ კორეამ წარმოების შესაძლებლობები გააფართოვა. გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ივლისიდან ბირთვული ობიექტის პლუტონიუმის წარმოება განაახლა.

აშშ-ის ბირთვული დესპანი, სონგ კიმი ტოკიოში იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს შეხვდა. იმავდროულად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ სეულში მოგზაურობისას ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა განიხილა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯიჰე ლი და გარეტ ალანი