LIVE

რუსეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა

15 სექ 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
რუსეთმა ნავთობის მოპოვება გაზარდა
Bloomberg

სექტემბრის პირველ კვირებში რუსეთში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოება გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესმა მწარმოებლებმა OPEC+-ის შეთანხმების შესაბამისად, წარმოება გაზარდეს. ზრდას ასევე ხელი შეუწყო Gazprom-ის მუშაობის აღდგენამ დასავლეთ ციმბირის ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ.

ენერგეტიკის სამინისტროს CDU-TEK-ის განყოფილების მონაცემებით, ქვეყანამ 1-დან 13 სექტემბრამდე დღეში საშუალოდ 1,456 ათასი ტონა ნავთობი გადატუმბა. ეს 10.679 მილიონ ბარელს უდრის დღეში, რაც აგვისტოს დონეს 2.4%-ით აღემატება.

თუ ნავთობის წარმოების ეს მაჩვენებელი მთელი სექტემბრის განმავლობაში შენარჩუნდება, ეს იქნება რუსული წარმოების ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ქვეყნის გამოშვება 13 სექტემბერს 10.72 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ მთლიანი თვის საშუალო მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს ვიდრე პირველ კვირებში.

5-დან 6 აგვისტომდე, ნოვი ურენგოის მახლობლად მდებარე Gazprom-ის გადამამუშავებელი ქარხანა ხანძრის შედეგად დაზიანდა, რის გამოც მწარმოებელი იძულებული გახდა შეეწყვიტა ბუნებრივი გაზისა და კონდენსატის რეგიონული წარმოება. სამშაბათის მდგომარეობით, კომპანიის გაზის მიწოდება ევროპაში იამალის მილსადენით ივლისის ბოლოდან უმაღლეს დონემდე გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Gazprom-ი ამ მიმართულებით თანდათან აბრუნებს წარმოებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა