LIVE

მსოფლიოს უდიდესი ელექტრო სკუტერების ქარხანა მხოლოდ ქალებს დაასაქმებს

19 სექ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
მსოფლიოს უდიდესი ელექტრო სკუტერების ქარხანა მხოლოდ ქალებს დაასაქმებს
Bloomberg

Ola Electric Mobility-ის ელექტრო სკუტერების ახალი ქარხანა, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიონი ორბორბლიანი ტრანსპორტის შექმნას ისახავს მიზნად, 2022 წლისთვის მსოფლიოს ელექტრონული სკუტერების 15%-ს აწარმოებს. პროცესი მთლიანად ქალების მიერ იქნება მართული.

ბჰავიშ აგარვალის ხელმძღვანელობით, ელექტრონული მობილობის ბიზნესი Ola-ს შემდეგი სტარტაპია, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოჩნდება ბაზრებზე. მისი უახლესი საწარმოს ხედვაა უზრუნველყოს მსოფლიოში სუფთა მობილობა და ინკლუზიური დასაქმება.
 
”სრული დატვირთვით, Futurefactory 10 000-ზე მეტ ქალს დაასაქმებს, რაც მას გახდის მსოფლიოში უმსხვილეს ქალთა ქარხანას”,- წერს აგარვალი ბლოგში.

კომპანიას მხარს უჭერს SoftBank-ი და Tiger Global Management-ი. ქარხანა ასევე იქნება არსებითად ავტომატიზებული და ქალებთან ერთად 3000 რობოტს აამუშავებს.

”ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა აუმჯობესებს არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ მათ ოჯახებს და მთლიან საზოგადოებას”,- აღნიშნა აგარვალმა

ინდოეთში ქალების მონაწილეობა ადგილობრივი წარმოების ინდუსტრიაში სულ რაღაც 12%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარიტა რაი