
2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1200 ტონა კოსმეტიკაში (კოსმეტიკის ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები) $26.4 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდში, იმპორტში ( 1300 ტონა) დახარჯულმა თანხამ $25 მილიონი შეადგინა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ "საქსტატიდან" აცნობეს, მიმდინარე წელს TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- საფრანგეთი - $5.4 მილიონი
- გერმანია - $2.4 მილიონი
- პოლონეთი - $2.3 მილიონი
- კორეა - $1.9 მილიონი
- იტალია - $1.1 მილიონი