LIVE

ლაბორატორიაში შექმნილმა მოცარელამ ინვესტორებისგან დაფინანსება მიიღო

19 სექ 202119:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
ლაბორატორიაში შექმნილმა მოცარელამ ინვესტორებისგან დაფინანსება მიიღო
Bloomberg

სტარტაპმა, რომელიც მოცარელასა და რიკოტას ყველს ძროხის რძის გარეშე ქმნის, რეკორდული დაფინანსება მიიღო ინვესტორებისგან, რომლებსაც ეკოლოგიურად სუფთა რძის ალტერნატივების მზარდ ბაზარზე შესვლა სურთ.

ბერლინში დაფუძნებული Formo $50 მილიონის დაფინანსებას პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებისთვის გამოიყენებს. კომპანია ასევე გააძლიერებს ფერმენტაციის სიზუსტის ტექნოლოგიას.

Formo-ს სურს გაიმეოროს ნამდვილი ყველის როგორც გემო, ისე ტექსტურა. მისი ფერმენტაციის ტექნოლოგია ეყრდნობა მიკრობებს ცილების შესაქმნელად, რომლებიც ყველისთვის საფუძველს ქმნიან.

„ჩვენი პროდუქცია შეიცავს რძის პროტეინებს, მაგრამ ჩვენ მათ ძროხისგან არ ვიღებთ. ვიღებთ მიკროორგანიზმებისგან“,- ამბობს ბრიტა ვინტერბერგი, Formo-ს თანადამფუძნებელი და მთავარი სამეცნიერო ოფიცერი.

კომპანია ჯერჯეორობით მიზნად ისახავს იმ ბაზრებზე გასვლას, სადაც შეუძლია მიიღოს მარეგულირებლების  ნებართვები. მათ შორისაა სინგაპური, რომელსაც მოჰყვება ისრაელი, ახლო აღმოსავლეთი და საბოლოოდ ევროპა.

ინვესტორები ახალი თაობის სტარტაპებით დაინტერესდნენ, რომლებიც ცდილობენ გაიმეორონ ყველის გემოვნური თვისებები, კლიმატზე გავლენის გარეშე, რომელიც პირუტყვის მეურნეობებს ახლავს თან. სხვა ასეთმა კომპანიებმა, მათ შორის აშშ-ს Miyoko's Creamery-მა და შვედეთის Stockeld Dreamery-მა ასევე მოიპოვეს დაფინანსებები ბოლო კვირების განმავლობაში, ხოლო უფრო დიდი კომპანიები, მათ შორის Oatly, ყველს ძროხის რძის გარეშე პროდუქტის გაფართოების ახალ სივრცედ განიხილავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აგნიეზკა დე სუზა