Hong Kong Free Press-ის ინფორმაციით, Google-მა გასულ წელს მომხმარებლების მონაცემები ჰონგ კონგის მთავრობას გადასცა. თუმცა, კომპანიამ პირობა დადო, რომ არ შეასრულებდა ქალაქის ხელისუფლების მსგავს მოთხოვნებს.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეასრულა 43 მოთხოვნიდან სამი, რომელიც 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მიიღო, განუცხადა კომპანიამ HKFP-ს. ერთი თხოვნა იყო გადაუდებელი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის საფრთხეს, ხოლო დანარჩენები ადამიანებით ვაჭრობას.
Google-ის ინფორმაციით, მოთხოვნას სასამართლოს მიერ მინიჭებული ძებნის ორდერი ამყარებდა. კომპანიის ცნობით, ადამიანები, რომელთა ინფორმაციაც ჰონგ კონგის ხელსუფლებას მიაწოდეს, არ იყვნენ დაკავშირებული ეროვნულ უსაფრთხოებასთან და მომხმარებლის შინაარსის მონაცემები არ გაზიარებულა.
კომპანიებმა, მათ შორის Google-მა, Facebook-მა, Microsoft-მა და Twitter-მა განაცხადეს, რომ შეწყვეტენ ჰონგ კონგის მთავრობის მონაცემების მოთხოვნის დამუშავებას უსაფრთხოების ეროვნული კანონის მიღების შემდეგ. კანონმა აზიის მთავარ ცენტრში თავისუფლების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთება გამოიწვია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიიუან ვონგი