LIVE

ქვრივიშვილმა TAP AIR PORTUGAL-ის პრეზიდენტთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ისაუბრა

08 სექ 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 731
ქვრივიშვილმა TAP AIR PORTUGAL-ის პრეზიდენტთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ისაუბრა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პორტუგალიის ავიახაზების პრეზიდენტთან საქართველოსთან პირდაპირი რეისების დაწყება განიხილა. 

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილი ეროვნული ავიაგადამზიდავის TAP AIR PORTUGAL-ის პრეზიდენტს მანუელ ბეჟას შეხვდა. 

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. კერძოდ, ქვრივიშვილმა გამოთქვა ინიციატივა თბილისსა და ლისაბონს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ.

"მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ორივე მხარეს მოუტანოს. 

შეხვედრის დასასრულს, აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების საკითხზე",- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.