LIVE

სად ყიდულობს და ყიდის საქართველო კარაქს

07 სექ 202112:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092
სად ყიდულობს და ყიდის საქართველო კარაქს

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 2.9 ათასი ტონა კარაქის იმპორტში $14.5 მილიონი გადაიხადა და იმპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25%-ით შემცირდა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ "საქსტატიდან" აცნობეს, საქართველოში კარაქის იმპორტიორი ქვეყნების TOP-3 ასეთია:

  • ურუგვაი - 475 ტონა $2 მილიონი;
  • საფრანგეთი - 358 ტონა  $2.3 მილიონი;
  • ფინეთი - 234 ტონა, $1.3 მილიონი.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან $2.5 მილიონის ღირებულების 425 ტონა კარაქი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდა.