LIVE

ბიტკოინის ფასი $50,000-ს კიდევ ერთხელ ასცდა

02 სექ 202118:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 713
ბიტკოინის ფასი $50,000-ს კიდევ ერთხელ ასცდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასმა $50,000-იანი ნიშნული კიდევ ერთხელ გადალახა. კრიპტოვალუტის უფრო ფართო ბაზარი კი ზრდას განაგრძობს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი ორშაბათს $50,363-მდე გაიზარდა. ბიტკოინს ფასს ამ ნიშნულისთვის მაისის შუა რიცხვებიდან არ მიუღწევია. ეთერიუმი, რომელიც სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაა, ლონდონის განახლების შემდეგ ასევე ძლიერ ზრდას განაგრძობს. 3%-იანი ზრდის შემდეგ მისი ფასი $3,843-ს შეადგინს.

CoinGecko.com-ის ფასების თანახმად, სხვა მონეტების ფასები ასევე მიშვნელოვნად იზრდება. კრიპტოვლუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 5%-ით გაიზარდა $2.3 ტრილიონამდე. მესამე ყველვაზე დიდი კრიპტოვალუტა Cardano $100 მილიარდის საბაზრო ღირებულებას უახლოვდება ჭკვიანი კონტრაქტების მიმართ ოპტიმიზმის ფონზე, ხოლო Solana-ს და Polkadot-ის ფასები  ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაახლოებით 60%-ით და 22%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი