LIVE

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია

31 აგვ 202119:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 956
ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს. 

„ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. უფრო მეტი ვაქცინირებული ევროპელი გვჭირდება. ვაქცინაციაში ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსაც უნდა დავეხმაროთ. პარტნიორების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

Bloomberg-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის მსოფლიოში 5.26 მილიარდი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. 

NCDC-ის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1 184 306 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7%-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.