LIVE

Nike თანამშრომლებს მენტალური გაჯანსაღებისთვის ერთი კვირით ასვენებს

31 აგვ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 928
Nike თანამშრომლებს მენტალური გაჯანსაღებისთვის ერთი კვირით ასვენებს
Getty Images

Nike ორეგონში მდებარე სათავო ოფისის თანამშრომლებს მენტალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, დღეიდან ერთი კვირით დაასვენებს.
ამერიკულმა კომპანია მიიჩნევს, რომ პანდემიის გამო თანამშრომლებს რთული წელი ჰქონდათ და მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დასვენება სჭირდებათ.

„გამოიყენეთ ეს დრო განტვირთვისთვის, სტრესისგან გასათავისუფლებლად და გაატარეთ ეს პერიოდი თქვენს საყვარელ ადამიანებთან", - ნათქვამია კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

"ეს არ არის მხოლოდ გუნდის ერთკვირიანი შვებულება... ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია პრიორიტეტი მივანიჭოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მაინც შევასრულოთ სამუშაო“, აცხადებენ კომპანიაში.

Nike არ არის პირველი კომპანია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად თანამშრომლებს დასვენება Bumble-მა და Linkedin-მაც მოუწყო.

აშშ-ში ამერიკელი დასაქმებულების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ გადაღლილია, რაც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება. დასაქმებულების დიდი ნაწილი კვლავ სახლებიდან მუშაობს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის გამო, დიდმა კომპანიებმა, როგორიცაა Apple, Uber და Wells Fargo, ასევე თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ისევ გადადეს.