LIVE

ფორესტ ლი - სინგაპურის ახალი უმდიდრესი

31 აგვ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 956
ფორესტ ლი - სინგაპურის ახალი უმდიდრესი
Bloomberg

ფორესტ ლი, Sea-ს მილიარდერი თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის აქციების ფასის ზრდის შემდეგ სინგაპურის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ლი, რომელიც ჩინეთში დაიბადა და მოგვიანებით სინგაპურის მოქალაქეობა მიიღო, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, $19,8 მილიარდის მფლობელია. ეს მას შემდეგ, რაც Sea-ს ამერიკული სადეპოზიტო შემოსავლები წელს 67%-ით გაიზარდა. ქალაქ-სახელმწიფოს მეორე უმდიდრეს ადამიანი, გოჰ ჩენგ ლიანგი ამჟამად $17,7 მილიარდს ფლობს.

Sea, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, თამაშებისა და ელექტრონული კომერციის მიღმა, ფინტექ სექტორისკენ მიიწევს და, ამასთან, რეგიონის ფარგლებს მიღმაც ფართოვდება. კომპანიამ ციფრული საბანკო ლიცენზია სინგაპურში გასული წლის ბოლოს მოიპოვა და ინდონეზიური BKE Bank შეიძინა.

SeaMoney-ის, კომპანიის ციფრული გადახდების და ფინანსური მომსახურების ბიზნესის ჯამური ტრანზაქციები, რომელიც მისი მობილური საფულის გამოყენებით განხორციელდა, მეორე კვარტალში $ 4.1 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 150%-იანი ზრდაა. კომპანიის შემოსავალმა კი 159%-იანი ზრდა დააფიქსირა და $2.3 მილიარდს მიაღწია.

სამმა დამფუძნებელმა, ლიმ, განგ იემ და დევიდ ჩენმა, Sea 2009 წელს დააფუძნეს. იე, რომელიც COO-ს პოზიციას იკავებს , $10.8 მილიარდის მფლობელია, ხოლო ჩენი $3.6 მილიარდს ფლობს.

ბოლო წინსვლით, ლი კიდევ ერთი ცხადი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ იზრდებიან აზიის ქვეყნების სიმდიდრის რეიტინგში ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები. მიმდინარე წლის დასაწყისში ბრაიან კიმი, შეტყობინებების გიგანტის Kakao-ს დამფუძნებელი, სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუჯუნგ ლი