LIVE

Moderna-ს ვაქცინა 2-ჯერ მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინა - კვლევა

31 აგვ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 3742
Moderna-ს ვაქცინა 2-ჯერ მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინა - კვლევა
Akio Kon/Bloomberg

Moderna-ს წარმოებულმა Covid ვაქცინამ ორჯერ მეტი ანტისხეული გამოიმუშავა, ვიდრე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ. ამას ადასტურებს კვლევა, რომლიც ვაქცინაციებზე იმუნურ პასუხებს ადარებს. კვლევის შედეგები ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა. 

ბელგიის ჰოსპიტალურ სისტემაში თითქმის 2,500 თანამშრომლის მონაწილეობით ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულნი Moderna-ს ვაქცინის ორი დოზის მიღებამდე, საშუალოდ 2,881 ერთეული/მლ ანტისხეული გამომუშავდა, ხოლო Pfizer-ის შემთხვევაში - 1,108 ერთეული/მლ.

ვარაუდობენ, რომ განსხვავებები შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით:

  • Moderna-ს ვაქცინაში აქტიური ინგრედიენტის უფრო მაღალი რაოდენობა - 100 მიკროგრამი Pfizer-BioNTech-ის 30 მიკროგრამის წინააღმდეგ;
  • ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალების სხვაობა. Moderna-ს შემთხვევაში - 4 კვირა, ხოლო Pfizer-ის - 3 კვირა. 

Moderna-ს ვაქცინა SARS-CoV-2 გადადების რისკის Pfizer ვაქცინასთან შედარებით 2-ჯერ ამცირებს - ეს შედეგი აჩვენა შეერთებულ შტატებში, მაიოს კლინიკის სისტემაში იანვრიდან ივლისამდე ჩატარებულმა კვლევამაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი