აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობით მდიდარ დედაქალაქში, გამაძლიერებელი დოზები სავალდებულო გახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც Sinopharm-ის ვაქცინით არიან აცრილი.
”ვაქცინირებულმა პირებმა, რომლებმაც Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ მიიღეს, უნდა მიიღონ გამაძლიერებელი დოზა იმუნიტეტის გასაძლიერებლად”,- ნათქვამია აბუ-დაბის მედიის ოფისის ტვიტში.
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა Moderna-ს, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები დაამტკიცა, მაგრამ ქვეყნის ინოკულაციის პროგრამა - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გლობალურად - Sinopharm-ზეა დამოკიდებული, რომელიც ადგილობრივად იწარმოება.
გამაძლიერებელი დოზების საკითხი ახლა უფრო აქტუალური გახდა სრულად ვაქცინირებულთა შორის ინფიცირების შემთხვევების შესახებ კითხვების ფონზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს დაიწყოს თუ არა გამაძლიერებელი დოზები მეორე დოზის მიღებიდან ხუთი თვის შემდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ავედიტ ნაირი