იაპონიამ შესაძლოა, AstraZeneca-ს Covid-19 ვაქცინა სხვა კომპანიების მიერ შემუშავებულ ვაქცინებთან შეურიოს. ნაბიჯი ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარებას ემსახურება.
ტარო კონოს განცხადებით, რომელიც ვაქცინაციის პროცესზეა პასუხისმგებელი, იდეა AstraZeneca-ს დოზის Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინებთან შერწყმას გულისხმობს. რადგან AstraZeneca რვა კვირიან ინტერვალს გულისხმობს ორ დოზას შორის, სავარაუდოა, რომ ვაქცინების კომბინირების შემთხვევაში ეს დრო შეიძლება შემცირდეს.
ჯერჯერობით, Covid ვაქცინების კომბინირების კვლევები აჩვენებს, რომ ამან შეიძლება თანაბარი ან უფრო ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვიოს. თუმცა გაურკვეველია, რომელი კომბინაცია შეძლებს საუკეთესო დაცვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინების შერევამ შეიძლება უარესი გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს. ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, გერმანია და საფრანგეთი ვაქცინების შერევა ნებადართულია, თუმცა აშშ ამის წინააღმდეგ იძლევა გაფრთხილებას.
ვაქცინაცია, რომელიც იაპონიაში სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყო, ზაფხულის დასაწყისიდან სწრაფად პროგრესირებს. მოსახლეობის დაახლოებით 44% სრულად არის აცრილი, მათ შორის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების თითქმის 90%.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლისა დუ