LIVE

ბაიდენი "ბუსტერის" მისაღებად ინტერვალის 5 თვემდე შემცირებას განიხილავს

28 აგვ 202122:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1942
ბაიდენი "ბუსტერის" მისაღებად ინტერვალის 5 თვემდე შემცირებას განიხილავს
Bloomberg

ჯო ბაიდენის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-მა მოქალაქეებს Covid-19-ის "ბუსტერი" სრული ვაქცინაციიდან 5 თვეში შესთავაზოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამ შესაძლებლობას მისი ადმინისტრაცია განიხილავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან შეხვედრისას გაკეთებული ბაიდენის ამ განცხადებიდან მალევე, მისმა პრესსპიკერმა განმარტა, რომ მოსახლეობისთვის "ბუსტერის" შეთავაზება კვლავ 8 თვიანი ინტერვალით იგეგმება. 

მიუხედავად ამისა, ბაიდენი ამბობს, რომ ის აშშ-ის წამყვან ინფექციონისტს, ენტონი ფაუჩის გეგმაში ცვლილების შესახებ შესახებ ესაუბრა. 

"ბუსტერით" აცრას ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ვიწყებთ, მაგრამ ვითვალისწინებთ თქვენს რჩევას, რომ უფრო ადრე დავიწყოთ. ისმის კითხვა, შესაძლებელია, რომ ინტერვალი 8 თვეზე ნაკლები იყოს? შეიძლება ის ხუთ თვემდე შევამციროთ? ეს განიხილება", უთხრა ბაიდენმა ბენეტს ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას. 

ბაიდენმა არგუმენტად მოიყვანა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინები დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავს და ისინი არ არის ისეთი ეფექტიანი დელტა შტამის წინააღმდეგ, როგორც ის წინა შტამების წინააღმდეგ იყო. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, დასჭირდება თუ არა ვაქცინის მე-3 დოზა ყველას, მათ შორის ახალგაზრდებს. 

ისრაელის მონაცემებზე დაყრდნობით, ბაიდენის ჯანდაცვის ჯგუფმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც 20 სექტემბრიდან ყველა ზრდასრული სრულად ვაქცინირებული ადამიანისთვის "ბუსტერის" შეთავაზებას გულისხმობს.
გეგმის მიხედვით, მე-3 დოზით მისაღებად სრული ვაქცინაციიდან რვა თვე უნდა იყოს გასული. გეგმას აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას" (FDA) ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი და ჯენიფერ ჯეკობსი