LIVE

Covid-19-​ით საქართველოში კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა

26 აგვ 202110:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 971
Covid-19-​ით საქართველოში კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4128 შემთხვევა გამოვლინდა და 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 7028 გახდა. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა, მათ შორის 26 534 ანტიგენის და 17 119 PCR ტესტი იყო.

ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 532 171-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.46%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.51% იყო.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 1 540
  • აჭარა - 494
  • იმერეთი - 462
  • ქვემო ქართლი - 312
  • შიდა ქართლი - 274
  • გურია - 119
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334
  • კახეთი - 361
  • მცხეთა-მთიანეთი - 102
  • სამცხე-ჯავახეთი -99
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ქვეყანაში დღეის მდგომარეობით Covid-19-ის 56 200 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 7 357 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.