კორპორაცია Xiaomi დამოუკიდებელ საავტომობილო სტარტაპს, Deepmotion-ს, დაახლოებით $77.4 მილიონად შეისყიდის. კომპანიამ ამ შესყიდვის შესახებ წლის მეორე კვარტლის კარგი შედეგების მიღების შემდეგ განაცხადა. ამ ნაბიჯით კომპანია უფრო სწრაფად განვითარებად სფეროში ინტეგრაციისთვის ემზადება.
კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლეი ჯუნი, რომელიც სმარტფონების წინსვლაზეა ორიენტირებული, პირადად ხელმძღვანელობს ელექტრომანქანების პროექტს და აცხადებს, რომ კომპანიას ასეთი პროექტის დაფინანსებისთვის საკმარისი შესაძლებლობა აქვს.
კომპანია Deepmotion მძღოლის ხელშემწყობი პროგრამის შექმნაზე მუშაობს და არსებობის მხოლოდ ოთხ წელიწადს ითვლის.
კომპანიის პრეზიდენტმა, ვანგ ქსიანგმა, განაცხადა, რომ ამ პროდუქტის შესყიდვის მიზანია, Xiaomi-ს დაეხმაროს მე-4 დონის თვითმავალი ტექნოლოგიის შემუშავებაში, რომელიც სრულიად დამოუკიდებელ მართვას განაპირობებს.
კომპანია Xiaomi-ს მანქანათმშენებლობის საქმიანობის დანარჩენი დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ კომპანიამ ამ პროექტისთვის 500 ინჟინერი დაიქირავა და თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკება უამრავ მანქანათმშენებელსა და ადგილობრივ ორგანიზაციასთან აწარმოვა.
კომპანიამ განაცხადა, რომ სამი თვის განმავლობაში მისი წმინდა შემოსავალი 80%-ზე მეტით გაიზარდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია